პრემიერი: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება.
„ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს.
ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა. „პეის ჯგუფის“ წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782384439
ახალი ამბებიპრემიერი: მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას
ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხ...
1782380510
ახალი ამბებიუსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად ახლადაშენებულ კორპუსში გა...
1782378982
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას
„ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, მ...
1782377859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის, თუკი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას
პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის, ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის, შექმნილია სათანადო პირობები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშ...
1782377801
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
„ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში“, - ამის შეს...































