მარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის, ხაზგასასმელია საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე მთავრობათაშორისი შეთანხმებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო

გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779109509

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები

ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...

შალვა პაპუაშვილი

1779108783

ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...

საქართველო-აზერბაიჯან

1779108238

ახალი ამბები

სუს-ი: 15 მაისს, სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1779107762

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა: 26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან,...

საქართველოს მთავრობა

1779107299

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის, ზიზღის წაქეზება ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავის ხელში აიღოს ამისთვის ხელის შეშლა

უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, რომელსაც განსაკუთრებით ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებამდე, არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხ...

შალვა პაპუაშვილი