ირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
„26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან სწრაფად და ასეთ დროს შეუძლებელია, მიაღწიონ წარმატებას ისეთმა ძალებმა, რომლებიც არიან ორიენტებული საზოგადოების გახლეჩისკენ.
„ტესტი ჩავარდება ბუნებრივია, როგორც ჩავარდა ყველა წინა ტესტი. აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს ასეთ აქციას. 26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე. როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. თავისთავად იდეა არის განწირული წარუმატებლობისთვის ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება.
ქართული საზოგადოება ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად ვითარდება თვითშეგნება ქართულ საზოგადოებაში და ასეთ დროს შეუძლებელია, მიაღწიონ წარმატებას ისეთმა ძალებმა, რომლებიც არიან ორიენტირებული საზოგადოების გახლეჩისკენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1779109509
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...
1779108856
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...
1779108783
ახალი ამბებისაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...
1779108238
ახალი ამბებისუს-ი: 15 მაისს, სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1779107762
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა: 26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან,...































