შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები - მათ წააქეზეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა, რადიკალების მოწოდებაზე, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებისთვის საზოგადოებაში თანხების მობილიზებას ეხება. მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ ლიდერები როგორ დაიმალნენ და მანამდე ძალადობრივი აქციების დროსაც იმალებოდნენ ისინი. წინა ხაზზე კი მათ ახალგაზრდები, ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს.
„სწორედ ეს არის მთავარი ამორალურობა, ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ამ ძალადობისა, რომ ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ. თვითონ დაიმალნენ და ახლა ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ.
ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები - მათ წააქეზეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას, რითაც წააქეზეს ისინი.
„წააქეზეს, წაიყვანეს ძალადობაზე და ახლა ჩირგვებში არიან დამალული და ერთი სიტყვის ამოღება არ უნდათ ამასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო კი არ ედავება და სახელმწიფოს გამო კი არ არიან ციხეში, ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსების და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები.
ვნახეთ, პროცესების დროს, აქეზებდნენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წასულიყვნენ; არ ეღიარებინათ ის, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ურტყამდნენ პოლიციელს, როგორ ესროდნენ მაშხალებს და ეს არ ეღიარებინათ. დროა, ეს ადამიანები დაფიქრდნენ და სათანადო პასუხი გასცენ მათ, ვისი წაქეზებითაც ისინი აღმოჩნდნენ საპატიმროში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1779108856
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...
1779108783
ახალი ამბებისაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...
1779108238
ახალი ამბებისუს-ი: 15 მაისს, სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1779107762
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა: 26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან,...
1779107299
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სიძულვილის, ზიზღის წაქეზება ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავის ხელში აიღოს ამისთვის ხელის შეშლა
უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, რომელსაც განსაკუთრებით ვხედავთ სოციალურ მედიაში, ვინაიდან აქვს ფართო წვდომა ადამიანების გონებამდე, არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხ...































