შალვა პაპუაშვილი: ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა, ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა
როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად – ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია“.
„როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები.
მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად - ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია.
შემდეგი უპასუხისმგებლობა იყო საგამზირედ გაწირული ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად, ცივი გათვლით, უკანა რიგებიდან მენტორობით წინა ხაზზე სარევოლუციოდ მიუშვეს და კანონს, სახელმწიფოს და კონსტიტუციას შეაჯახეს.
ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხია: გამოგივა გადატრიალება - იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა - იღებ "მსხვერპლებს", რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ.
ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატში. მენტორ-ორგანიზატორების მიერ უკანონობაზე მიშვებული და გაწირული ადამიანების პლაკატები, რომლითაც ისევ ამ იდეოლოგიის სულის ჩამდგმელები სპეკულირებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი ციხეშია, მაგრამ არაფერს ამბობენ, რატომ და როგორ მოხვდნენ იქ.
და ამას აკეთებს სწორედ ის ტრენერ-მენტორი, რომელიც თავად რაზმავდა და დღესაც რაზმავს ახალგაზრდებს ძალადობისთვის, რადგანაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ეს სჭირდება - რადიკალიზმი და დაპირისპირება, რათა მორიგი "მსხვერპლი" მოიძიოს და თბილ სავარძელში მოკალათებულმა სამყაროს "შიშველი სიმართლე აუწყოს".
ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა.
ასე მივიღეთ, ასი წლის თავზე, ისევ ევროპული შეფუთვით რეინკარნირებული ბოლშევიკები და ლოზუნგებით სავსე "ლენინის მოედანი"- წერს პაპუაშვილი.
1771145724
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. „არაერთხელ მ...
1771143437
ახალი ამბებიალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ა...
1771142529
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორ...
1771141080
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დ...
1771139973
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდ...































