ლადო სადღობელაშვილი: დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ე.წ. აკადემიური წრე - ასეთი ტიპის ეთერებით მთავრობა მიიზიდავს ნეიტრალური მაყურებლის დიდ ნაწილის

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომრებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „იმედის“ ეთერში გასული დებატების შესახებ.

მისი განცხადებით, ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი, რასაც, სადღობელაშვილის თქმით, მომავალში ჩატარებული კვლევების შედეგებიც აჩვენებს.

„გუშინდელი „დებატების“ შესახებ!

განათლების მინისტრის კომპეტენცია ძალიან მაღალ დონეზეა როგორც დარგის ხელმძღვანელის, როგორც ადამიანის, რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ამ სფეროში, გრძნობს და ხედავს შიგნიდან სისტემას და მოწადინებულია მის გაჯანსაღებაზე!

პრემიერი - კომპეტენტურია, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს სუპერ მენეჯერი, ანდა სუპერ პრემიერ მინისტრი, ან რეფორმატორი და საქმის მცოდნე ეს ირაკლი კობახიძეა. მას აქვს კარგად გააზრებული, მკვეთრი ხედვა და გეგმა ქვეყნის განვითარების, რომელსაც უბადლოდ მიჰყვება.

რაც შეეხება დებატებს:

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს.

რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომრებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, აღარაფერს ვამბობ ე.წ. ოპოზიციაზე რომელიც ჩვეულებრივ მარგინალებსაა დამსგავსებული! ასეთი ტიპის ეთერებით სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მიიზიდავს ე.წ. ნეიტრალურ მაყურებლის დიდი ნაწილის. სწორედ ამ ადამიანების განწყობა და აზრია გადამწყვეტი სამომავლოდ!

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს:

ნათლად გამოჩნდა რომ პოლიტიკური შინაარსი და ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს! თუნდაც ის პროვოკაციული აქცენტები, ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები იყო არა ინფორმირებულ სეგმენტზე გათვლილი, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია! პასუხი გაეცა მიქანაძეს წარსულთან დაკავშირებული კითხვებსაც… ცხადია რომ ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი! დარწმუნებული ვარ ამას მომავალში ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს!

დამეთანხმებით ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია როდესაც დარგის მინისტრები სუპერ კომპეტენტურები არიან, ძალიან მაგარია როდესაც მათ შეუძლიათ მიმდინარე რეფორმების შინაარსში ჩასწვდნენ დეტალებს, ასევე ისაუბრონ რეფორმის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე!

რაც შეეხება პრემიერის როლს:

ასეთ დებატებში პრემიერის ფუნქცია არა რეფორმის ცალკეული დეტალების ცოდნაა მხოლოდ (სადაც მაღალი დონე იყო წარმოდგენილო ), არამედ ქვეყნის განვითარების ფართო სურათის დანახვაა… პრემიერ-მინისტრს ევალება, განათლების რეფორმა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პარადიგმის ნაწილი. რაც აბსოლუტურად იყო წარმოდგენილი!

მან აგვიხსნა, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ეკონომიკის ტრანსფორმაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს…

ჯამში:

პრემიერმა იცოდა დეტალები და გააძლიერა მინისტრი.

მინისტრმა იცის დეტალები მიკრომენეჯმენტის დონეზე!

აკადემიური დონე უარგუმენტოდ საუბრობს.

ოპოზიცია პროვოკატორობს და პოპულისტობს!

Ps. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პრემიერის და ბოკერიას ან პრემიერის და გვარამიას დებატს…“, - წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771152685

მსოფლიო

„ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით“ - ორბანმა ზელენსკის უპასუხა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა,...

ვიქტორ ორბანი

1771150243

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის შესახებ: შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია, უნიათობა - მათი ბუნება, ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯე...

ზურაბ ქადაგიძე

1771147511

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ასე ხდება, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებ - დაპირებული არგუმენტები ქრება, განათლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ არის - ეს ქვეყნის მომავალია!!!

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, „იმედის“ ეთერში, განათლების საკითხზე გამართულ დებატებს ეხმაურება.   როგორც ბითაძე წერს, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყე...

მაია ბითაძე

1771145724

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. „არაერთხელ მ...

არჩილ გორდულაძე

1771143437

ახალი ამბები

ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ა...

ალიევი