ნიკოლაშვილი: ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი - მინდა მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ და ეს მეტყველებს, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი

„ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”. მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ „იმედის“ მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, თუმცა, ტელეკომპანიის მაყურებელმა, ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე ჯანაშიას და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ.

"გახსნილი ტელედებატების შინაარსზე არანაკლებ საინტერესოა მასზე სხვადასხვა ჯგუფის რეაქცია. გაიხსნა მსჯელობა, დაიწყო პროცესი. რაკი უამრავი რამ ითქვა, მე „იმედის“ გუშინდელი ეთერის ერთადერთ პასაჟზე გამიჩნდა გამოხმაურების სურვილი:
„ლურჯქურთუკიანმა“ სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”

მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს.

პატ. სიმონს მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის, წინააღმდეგობების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, მათი სასამართლოებისა თუ სასჯელების შესახებ. ჩათვალა, რომ საჭიროა ინფორმირება და უმრავლესობისთვის პირში თქმა.

ოღონდ „იმედის“ მაყურებელმა ყველაფერი იცის. და იცის იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. იცის რას ნიშნავს აკაცუკი, რისთვის დადიან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იცის ვინ დგას პროცესის უკან და რას ნიშნავს საგამზირე ხორცი.იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ, რადგანაც სიმართლე არ იმალება და სწორედ სიმართლეა, რომლის მოსმენასაც უმრავლესობა ირჩევს. სიმართლე კი ჩვენს მხარესაა. მთავარი სიმართლე, რომ რეალობა რაშიც ვცხოვრობთ, ჩავარდნილი რევოლუციის სინამდვილეა. აქედან მოდის რეიტინგი. პარტიისაც და მედიისაც“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771150243

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის შესახებ: შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია, უნიათობა - მათი ბუნება, ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯე...

ზურაბ ქადაგიძე

1771147511

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ასე ხდება, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებ - დაპირებული არგუმენტები ქრება, განათლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ არის - ეს ქვეყნის მომავალია!!!

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, „იმედის“ ეთერში, განათლების საკითხზე გამართულ დებატებს ეხმაურება.   როგორც ბითაძე წერს, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყე...

მაია ბითაძე

1771145724

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. „არაერთხელ მ...

არჩილ გორდულაძე

1771143437

ახალი ამბები

ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო. კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ა...

ალიევი

1771142529

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორ...

მაკა ბოჭორიშვილი