მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის გარდაცვალებაზე: სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
„გულწრფელად, ვუსამძიმრებთ თითოეულ ქართველს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დაახლოებით 21:00 საათზე უწმინდესის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციები სწრაფად დაეცა.
„დღეს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება. ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე.
სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის გინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია, საბოლოო ჯამში, ეს დიდი ტრაგედია.
ეს უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ,
1773773243
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ამის...
1773770473
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში...
1773767995
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...
1773765338
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალ...
1773764343
ახალი ამბებისოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა. „პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარ...































