მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალიმიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1789151399
მსოფლიოსერბეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომის თარიღი დაასახელა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ნიუ-იორკიდან დაბრუნებისთანავე თანამდებ...
1789148382
საზოგადოებაზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი...
1789144168
საზოგადოებალევან დარსალია: გუდაურში ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
ჩვენ წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში. შესაბამისად, წელს ძალიან ბევრი სიახლე ექნებათ დამსვენებლებს, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირე...
1789143301
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, რაც უფრო მალე მოხდება, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება
ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვ...
1789140598
საზოგადოებაგიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით მოხდა - პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „საქართველოს გენ...


























