ირაკლი ლექვინაძე – 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, დასრულდა ოთხი მოკვლევა, საიდანაც ორში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მიმდინარეობდა 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი. დასრულდა დემპინგის ერთი ქეისის შესწავლა. მომხმარებელთა უფლებების კუთხით კი განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა და მოქალაქეებმა 1 მლნ ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.

GCCA-ს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით 2025 წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებებით გამოირჩეოდა. დაარსებიდან 12 წლის თავზე GCCA-მ გააძლიერა გავლენა შიდა სტრატეგიულ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობა საერთაშორისო პლატფორმებზე.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში 2025 წელს დასრულდა ოთხი მოკვლევა, მათ შორის ორ შემთხვევაში დადგინდა ჭარბი ფასი. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების შედეგად ოთხ კომპანიას, ჯამურად, 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტობაზრობას, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა. რიგ ქეისებში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა რეკომენდაციები.

GCCA აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის, საწვავის, FMCG-ს, აგროსასუქების/პესტიციდების, თამბაქოსა და სამედიცინო სერვისების მიმართულებით. ანგარიშში წარმოდგენილია შუალედური ანგარიშები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის.

2025 წელს გადამოწმდა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული კონცენტრაცია და 18-ზე გაიცა თანხმობა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წელს სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით, მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მოქალაქეებმა წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით 1 მილიონ ლარი დაიბრუნეს უკან. განაცხადების 70%-მდე  ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორი ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისებია. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მომხმარებელთა საჩივრები განიხილება ერთი თვის ვადაში – ყოველგვარი ხარჯის გარეშე.

„2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ს მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის, ICPEN-ის პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს აზიარებს. პრეზიდენტობის ფარგლებში საქართველო 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. GCCA-მ, გასულ წელს, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა ასევე საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ს საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წელს დასრულდა ერთი კვლევა, რომელიც შეეხებოდა არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება არ იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი.

„GCCA-სთვის წელი აქტიური იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. 2025 წელს GCCA-იმ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, GCCA-მ წამყვანი და ლიდერის როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს 30 წელი შესრულდება საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან, ანგარიში წარმოდგენილია ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ წლებში იქნა მიღწეული. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789140027

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლო...

რევაზ სოხაძე

1789138942

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის

„რუსეთი მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთმ...

პუტინი

1789138370

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში...

დავით სონღულაშვილი

1789137118

საზოგადოება

ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა - აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ქვათაცვენის პროცესი ვითარდება, რადგან კომპლექსი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ქვათაცვენის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მაღალი რ...

ვარზიაა

1789135779

საზოგადოება

გიორგი ბარამიძე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით განხორციელდა. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური გან...

გიორგი ბარამიძე - ნაცმოძრაობა