ლევან დარსალია: გუდაურში ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
ჩვენ წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში. შესაბამისად, წელს ძალიან ბევრი სიახლე ექნებათ დამსვენებლებს, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.
მისივე თქმით, ,,ემ თი ეიმ“ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ჩვენი ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად ახალი, დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
1789135779
საზოგადოებაგიორგი ბარამიძე დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის ანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით განხორციელდა. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური გან...
1789135751
საზოგადოებარევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული
დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტ...
1789135013
ახალი ამბებირეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია რუსეთსა და უკრაინას ომის შეწყვეტისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის პრესმდივანმა ომერ ჩელიქმა მხარეებს რუსეთ-უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მან ისი...
1789134848
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს
მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთ...
1789134557
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძ...



























