ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

„ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა, 2023 წელს კი აღნიშნული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რასაც თან ახლდა თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ციფრული ეკონომიკის ფარგლებში.

„წელს ჩვენ ასევე შევთანხმდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, რაც ითვალისწინებს თანამედროვე დებულებების დანერგვას ელექტრონული კომერციის, ინვესტიციების წახალისებისა და ინფორმაციაზე წვდომის მიმართულებით. ჩვენ ასევე გავდივართ უბრალო ვაჭრობის ფარგლებიდან უფრო მტკიცე საინვესტიციო პარტნიორობისკენ. საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ტრადიციული ვაჭრობის ფარგლებს სცილდება.

„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ციფრულ სერვისებში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკურ გადაწყვეტებში, ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებასა და ელექტრონულ კომერციაში. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების ჩარჩოების შემუშავებაში ჩინეთის გამოცდილება ძალზედ რელევანტურია, რადგან საიმედო და ეფექტიანი ციფრული კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს შეუძლია შესთავაზოს ეფექტიანი ბაზა რეგიონული ოპერაციებისა და ევროპასა და აზიას შორის მომსახურების მიწოდებისთვის. ქართული კომპანიებისთვის კი ჩინეთი იძლევა წვდომას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მიმზიდველ ბაზარზე.

ჩვენი მიზანი ამ ძლიერი მხარეების დაკავშირება უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტი ჩინეთში CIFTIS-ის ფარგლებში ჩატარდა, სადაც საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789143301

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, რაც უფრო მალე მოხდება, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი

1789140598

საზოგადოება

გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით მოხდა - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „საქართველოს გენ...

გიორგი ბარამიძ

1789140027

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლო...

რევაზ სოხაძე

1789138942

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის

„რუსეთი მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთმ...

პუტინი

1789138370

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში...

დავით სონღულაშვილი