მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 126 მოქალაქე.
მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.
ახალი რეგულაციები პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1782974313
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს: თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრე...
1782972887
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
2026 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაცია...
1782972119
ახალი ამბებივენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა. როგორც მედია წერს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. „სამაშველო ოპერაციების შედეგად გადარჩენილთა საერთო რაოდენობამ 6 461 ადამია...
1782971065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხ...
1782969961
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი
„მათ [ოპოზიციას] საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშ...






























