სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ნარკოლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 41 ლიტრი „ალფა პვპ“-ს შემცველი სითხე, 5 კილოგრამამდე ,,მეფედრონი“ , ასევე, 5 ლიტრი ,,მეფედრონი“-ს შემცველი სითხე და 2 კილოგრამამდე „ალფა პვპ“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1782972887
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
2026 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაცია...
1782972119
ახალი ამბებივენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა. როგორც მედია წერს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. „სამაშველო ოპერაციების შედეგად გადარჩენილთა საერთო რაოდენობამ 6 461 ადამია...
1782971065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხ...
1782969961
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი
„მათ [ოპოზიციას] საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშ...
1782967928
ახალი ამბებიდღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. განათლების მინისტრი გივი მიქანაძ...






























