აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. ბრალდებულები აჭარის რეგიონში, მშენებლობა-რემონტით დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სამუშაოების შესრულებას მოტყუებით, ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით სთავაზობდნენ, დაზარალებულებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 428 250 აშშ დოლარი, 10 100 ლარი და 400 000 სომხური დრამი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1782975390
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126...
1782974968
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...
1782974313
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს: თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრე...
1782972887
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
2026 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაცია...
1782972119
ახალი ამბებივენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა. როგორც მედია წერს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. „სამაშველო ოპერაციების შედეგად გადარჩენილთა საერთო რაოდენობამ 6 461 ადამია...






























