ზურაბ პატარაძე: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზე და შესაძლებლობა, საკუთარი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციონ.
„ძვირფასო აბიტურიენტებო! დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი დადგა - დღე, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან ერთად თითოეული თქვენგანის შრომის და მონდომების შედეგები უნდა დაიდოს.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა თქვენი პირველი დიდი განაცხადი საკუთარ მომავალზე და ასევე, შესაძლებლობა - თქვენი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციოთ. უნიკალურია ის ხედვა, რომელიც მხოლოდ თქვენ თაობას ახასიათებს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს სწორედ ასეთი ახალი იდეების გენერატორები, თამამი აღმომჩენები და პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალები სჭირდება.
ენდეთ საკუთარ თავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ.
გისურვებთ წარმატებას და თქვენი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას“, - აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.
1782974313
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს: თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრე...
1782972887
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
2026 წლის 1-ელ ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაცია...
1782972119
ახალი ამბებივენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა. როგორც მედია წერს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. „სამაშველო ოპერაციების შედეგად გადარჩენილთა საერთო რაოდენობამ 6 461 ადამია...
1782971065
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხ...
1782969961
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი
„მათ [ოპოზიციას] საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშ...






























