მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 13 ძებნილი პირია
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული პირების ესკორტირება “სარფის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განხორციელდა, სადაც დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის. ამჟამად, დაკავებულ პირთა ნაწილი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია გადაყვანილი. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
1767127008
მსოფლიოზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აირჩია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი შეარჩია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას...
1767124780
მსოფლიოერდოღანი: ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და სომალის ურთიერ...
1767124687
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასა...
1767123078
მსოფლიოზელენსკი: უკრაინამ ამერიკელებს განუცხადა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეიკი“ უწოდა განცხადებებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამის...
1767120616
საზოგადოებასაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, მსუბუქო ავტოტრანსპორ...





























