პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტი გახსნა, ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, დაკავებულია ირანის მოქალაქე
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი, პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს.
157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით. მხოლოდ ბოლო შვიდო თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.
1767161238
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 31 დეკემბერს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 3 იანვრამდე საქართველოში...
1767127008
მსოფლიოზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აირჩია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი შეარჩია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას...
1767124780
მსოფლიოერდოღანი: ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და სომალის ურთიერ...
1767124687
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასა...
1767123078
მსოფლიოზელენსკი: უკრაინამ ამერიკელებს განუცხადა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეიკი“ უწოდა განცხადებებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამის...






























