მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან გააძევა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარე გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ისრაელის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.

აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა კანონით განსაზღვრული ვადებით დაუწესდა“, - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767439387

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: მადურო ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. „Ა...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

1767436785

მსოფლიო

ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მალიუკის გადაყენებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის თანამდებობიდან გადაყენების და სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია...

ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მალიუკის გადაყენებას გეგმავს

1767434669

ახალი ამბები

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე,...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1767432094

ახალი ამბები

პარიზში ბოროტმოქმედმა ჟანა დ’არკის ქანდაკების ხმალი მოიპარა

პარიზში ბოროტმოქმედმა საფრანგეთის ცნობილი ისტორიული პერსონაჟის, ჟანა დ’არკის ქანდაკების ხმალი მოიპარა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. ინციდენტი სენტ-ოგიუსტენის მოედანზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ბოროტ...

პარიზში ბოროტმოქმედმა ჟანა დ’არკის ქანდაკების ხმალი მოიპარა

1767430114

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდე...

პროკურატურა