ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მალიუკის გადაყენებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის თანამდებობიდან გადაყენების და სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მალიუკი, შესაძლოა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად ან უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნად დაინიშნოს. ვინ შეცვლის მალიუკს ამ შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უცნობია. ამ პოსტზე ადამიანს პრეზიდენტის წარდგინებით უკრაინის უმაღლესი რადა ამტკიცებს.

როგორც „ტელეგრამში“ უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა დაწერა, იგეგმება უკრაინის რეგიონების ხელმძღვანელების შეცვლაც. მისი ცნობით, თანამდებობიდან, კერძოდ, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსს, ოლეგ კიპერს გადააყენებენ.

ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხეილ ფიოდოროვი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ფიოდოროვი ამ თანამდებობაზე დენის შმიგალს შეცვლის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვაში განაცხადა, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767512312

საზოგადოება

„შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება“ - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ

 „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი...

ბიძინა ივანიშვილი

1767511615

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დაბადების დღეს ვულოცავ ილია მეორეს, პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარე...

ირაკლი კობახიძე

1767511549

საზოგადოება

ლევან ჭოტორლიშვილი - მადურო - სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს

 „ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა“,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი პროფესორი ლე...

ლევან ჭოტორლიშვილი

1767511135

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული გ.ტ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა ს...

დაკავება, პოლიცია

1767473748

მსოფლიო

Financial Times: ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ ევროპა ორად გაყო

 ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ ევროპა ორად გაყო - სახელმწიფოები ცდილობენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი ერთგულება საერთაშორისო სამართლისა და სუვერენიტეტისადმი...

ევროკავშირი