მიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული

რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკვე ისწავლეს, რომ სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ასე შემოაქვთ საარსებო ფული.

ასევე, ის მიმართავს საშუალო და წვრილ ბიზნესს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დაფინანსება და საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში. ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია - ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.

მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს - ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა - თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769707807

ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, შარტავასა და ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე მრავალსართულიან კორპუსიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალე...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1769706076

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის. მისი თქმით, გაერთიანებ...

ლიზა გეგეჭკორი

1769704848

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“ მოქმედებს

„როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“ მოქმედებს“, - ამის შესახებ ფრაქ...

ლევან მაჭავარიანი

1769703311

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიო...

მარიამ ქვრივიშვილი

1769702844

ახალი ამბები

პარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება

საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებე...

პარლამენტი