ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.
მისი თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.
„ბევრი სტატუსი შემხვდა TSU-სა და STU-ს გაერთიანებაზე, ხშირად მხოლოდ ყალბ ემოციებზე დაფუძნებული, მაგრამ ცოტა რომ დავწყნარდეთ და რაციონალურად, ცივად შევხედოთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის.
ერთ მხარეს არის TSU, ძლიერი მეცნიერება, თეორია, ფუნდამენტი. მეორე მხარეს STU, ინჟინერია, ტექნოლოგიები, პრაქტიკა.
და ახლა კითხვა:
რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვადასხვა უნივერსიტეტში?
გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია. მეტი რესურსი წავა ლაბორატორიებზე, კვლევებზე, სტიპენდიებზე და არა დუბლირებულ ადმინისტრაციებზე.
გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი:
უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ.
ამავდროულად შეგახსენებთ რომ გივი მიქანაძის თქმით, გაერთიანების შემდეგ ნარჩუნდება სახელი: თსუ (ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს და არაა საჭირო ყველაფერზე ფსევდოპატრიოტული გრძნობების ყალბად ფრქვევა“, - წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე
1769702844
ახალი ამბებიპარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება
საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებე...
1769702763
ახალი ამბებიფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი ორშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომას წარედგინება და ამის შემდეგ საკითხი კომიტეტებზე გ...
1769701827
ახალი ამბებიმაჭავარიანი: როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, რომ პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა გარედან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ასეთ დაფინანსებას „NGO“-ისთვის, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური აქტივიზმით
როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა საზღვარგარეთიდან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოს...
1769701723
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება
„გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რომ მივიღეთ და ისტერიკა რომ გამართეს მდიდარმა ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა პარტიებმა და დაარქვეს რუსული კანონი, ამის შემდეგ წლები გავიდა და, რა თქმა უნდა,...
1769700019
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში
ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...






























