ლევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში

ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დისტრიბუტორები და მწარმოებლები ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი აქვთ დადგენილი ქსელების მიერ.

„ჩვენ შევხვდით სამივე მხარეს, რომლებიც სურსათის ფასებს ქმნიან ანუ ინდუსტრიას. ესენი არიან ქსელური მარკეტები, დისტრიბუტორები და მწარმოებლები. როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები. თავად დისტრიბუტორთა თქმით და მათ შორის მწარმოებლებიც ამაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი მაინც აქვთ დადგენილი ქსელების მიერ.

სახელმწიფოს სულ ხუთი გადასახადი გვაქვს, ასე ხდება ბიუჯეტის შევსება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამას ასახელებენ. მწარმოებლების მხრიდანაც გვაქვს ეგეთი პრაქტიკა, რომ ზოგ ქართველ მწარმოებელს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღებას, ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს. ექსპორტი თავის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ექსპორტი კარგია, როდესაც შენი საკუთარი მოთხოვნილებები არის დაკმაყოფილებული, ანუ როდესაც შიდა ბაზარზე არ გჭირდება იმპორტით ჩანაცვლება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769716350

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი, იგივე მისამართზეა „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები, ეძებენ გზას, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება

ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი. ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ - ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართზეა რეგიტრირებული „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის ს...

შალვა პაპუაშვილი

1769716293

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე

ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმე...

შალვა პაპუაშვილი

1769714953

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში

კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...

ლევან ჟორჟოლიან

1769713966

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე

ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფა...

ლევან ჟორჟოლიანი

1769712598

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...

ტრამპი