ლევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე
ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი არასდროსაა მოკლევადიანი.
„ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, თუ ვინმეს ეს ეჭვი აქვს. ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, როდესაც, ვთქვათ, ერთი თვე შეიძლება შემცირდეს გარკვეულ საქონელზე ფასები, ტაში დავუკრათ და მერე უცბად მოიმატოს და შეიძლება იმაზე მეტადაც კი მოიმატოს, რაც იყო, რათა დააბალანსონ ის პერიოდი, ის დანაკარგი, როდესაც შეამცირეს ფასები. ეს ასე ვერ მოხდება. თუ მივედით და იმედი მაქვს, რომ მივალთ შემცირებამდე, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განგრძობადი დროში და ყველამ ერთად უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1769714953
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში
კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...
1769714782
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმ...
1769712598
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...
1769711276
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ მან პუტინისგან თანხმობა მიიღო, ერთი კვირის განმავლობაში არ დაესხა თავს კიევს და სხვა ქალაქებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, ძლიერი ყინვების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი. „უკრაინაში ახლა ძალ...
1769710507
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული
რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდე...































