მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე ძირითად მიმართულებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გულისხმობს

შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებას, ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განსახორციელებელ ინვესტიციებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფორმაცია გაუზიარა პროექტის მიმდინარეობის, განსახორციელებელი ინვესტიციებისა და პორტის განვითარებით მისაღები შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოს სანავსადგურო წლიური ჯამური გამტარუნარიანობის მინიმუმ 600 ათასი კონტეინერით გაზრდას გულისხმობს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ანაკლიის ნავსადგურამდე მისასვლელი რკინიგზისა და საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხებზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა იყო. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტიურ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს, მათ შორის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე, განიხილეს შავი ზღვის ფსკერის კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები და ორმხრივი ინტერესების სტატუსის ფარგლებში რუმინულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - თამარ იოსელიანმა, ინგა ფხალაძემ და ვახტანგ ცინცაძემ, ასევე მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის, ტრანსპორტისა და მულტიმოდალური ლოჯისტიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769701723

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: თუ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს, მისსავე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს მთავრობისთვის გრანტის შეთანხმება

„გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რომ მივიღეთ და ისტერიკა რომ გამართეს მდიდარმა ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა პარტიებმა და დაარქვეს რუსული კანონი, ამის შემდეგ წლები გავიდა და, რა თქმა უნდა,...

ლევან მაჭავარიანი

1769700019

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში

ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...

გივი მიქანაძე

1769699962

ახალი ამბები

მიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე

მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...

გივი მიქანაძე

1769699894

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შა...

მიხეილ ყაველაშვილი

1769695769

ახალი ამბები

მუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...

რაგბი რაგბი