მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში

„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და ის უკვე წარმატებულია“, - ჯანდაცვის მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის რეფორმამდე არსებობდა.

„რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, ასეთი შემთხვევებიც ფიქსირდება სამწუხაროდ - როდესაც ერთი მომხმარებელი რამდენიმე პუნქტში ერთდროულად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. საკმაოდ მრავლად არის ასეთი მანკიერებების თაობაზე ინფორმაცია. მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში. ეს უკვე სრულფასოვანი და უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ რეფორმა იყო სწორად დაგეგმილი და ასევე, სწორად განხორციელდა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის შემდგარი ფაქტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756292168

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

„ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირ...

ირაკლი კირცხალია

1756291380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „აქ...

ლევან მაჭავარიანი კ

1756289746

ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. „პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება და...

ლევან ჩაკვეტაძე

1756288897

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი

„ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპე...

თენგიზ შარმანაშვილი

1756287309

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ  4.2 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფ...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა