ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი

„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„გარკვეულ ჯგუფზეა საუბარი, რომელმაც ეს დასკვნა დადო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტზე, ვინაიდან, როდესაც ისინი აკრიტიკებენ კონკრეტულად „ფარას“ კანონს, რომელიც ჩვენ სიტყვასიტყვით გადმოვიღეთ აშშ-დან, სასპეკულაციო არავის დავუტოვეთ (დღევანდელი რედაქციით, რა კანონიც მოქმედებს აშშ-ში, იგივე კანონი მოქმედებს საქართველოში), ამის მიუხედავად, აკრიტიკებენ „ფარას“ კანონს საქართველოს შემთხვევაში და ხმას არ იღებენ ამერიკასთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი არის აბსურდი, უბრალოდ ვიღაც-ვიღაცებს, გარე აქტორებს არ აწყობთ ის, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რა ფულიც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, ვინაიდან ეს მდიდარი „ენჯეოები“ გარე აქტორებისთვის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი, გაზარდონ პოლარიზაცია და დაგეგმონ რევოლუციური სცენარები“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1756294753
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე: შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა
შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ერთი ეტაპის...
1756292168
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირ...
1756291380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „აქ...
1756289746
ახალი ამბებიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. „პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება და...
1756288897
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი
„ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპე...