მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.

„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780680210

ახალი ამბები

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო.  ეს ლუკა ლოჩოშვ...

 ლუკა ლოჩოშვილი

1780679985

ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აუცილებლად გაათავისუფლებს დონბასს

„რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე...

ვლადიმირ პუტინი

1780677637

ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს მითქვამს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუს...

ზელენსკი და პუტინი

1780674015

ახალი ამბები

ცნობილია ბაჰრეინთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.  გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, ბერიაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშ...

ძირითადი შემადგენლობა

1780673645

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამერი...

პოლიტიკოსი