ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აუცილებლად გაათავისუფლებს დონბასს
„რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს ჰქონდა უფლება, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებლად ეცნო.
„გვქონდა თუ არა მათი ცნობის უფლება? გვქონდა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით გაერო-ს ქარტიას“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დონბასს გაათავისუფლებს.
„ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანია დონბასის გათავისუფლების მიღწევა. დონბასი ორი რესპუბლიკაა: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა. იმავე წერილში ნათქვამია, რომ ჩვენ ამას ვერასდროს მივაღწევთ. თუმცა, ჩვენ მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად მივდივართ ამ ამოცანების გადაჭრისკენ. ეჭვი არ არის, რომ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დოლარის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობა აშშ-ის წინა ხელმძღვანელობის სტრატეგიული შეცდომა იყო.
„პირველი, რაც მინდა ვთქვა – აშშ-ში ბევრი ამას ხვდება – არის ის, რომ დოლარის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა აშშ-ის წინა ხელმძღვანელობის მძიმე სტრატეგიული შეცდომა იყო. დოლარი აშშ-ის ეკონომიკური ძალაუფლების ერთ-ერთი კომპონენტია. ეს უპირატესობა აისახება იმაში, რომ აშშ ფულს შოულობს და საკმაოდ ბევრს“, - განმარტა პუტინმა.
1780677637
ახალი ამბებივლადიმერ პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს მითქვამს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუს...
1780674015
ახალი ამბებიცნობილია ბაჰრეინთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, ბერიაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშ...
1780673645
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამერი...
1780672757
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაუ...
1780671422
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას
დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი, - განაცხადა რეგიონულ...






























