საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა – განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო – მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.
75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე გამართავს – 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
1780679985
ახალი ამბებივლადიმერ პუტინი: რუსეთი აუცილებლად გაათავისუფლებს დონბასს
„რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე...
1780677637
ახალი ამბებივლადიმერ პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს მითქვამს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის წინ მას რუს...
1780674015
ახალი ამბებიცნობილია ბაჰრეინთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხარებაშვილი, ბერიაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშ...
1780673645
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამერი...
1780672757
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაუ...































