მიხეილ სარჯველაძე ფასების შემცირებაზე: აპრილისთვის უკვე გვექნება აბსოლუტურად ცხადი ხედვა, თუ რა იქნება საპარლამენტო კომისიის საქმიანობის შედეგი

აპრილისთვის უკვე გვექნება აბსოლუტურად ცხადი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება კომისიის საქმიანობის შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ხელშესახებ, პოზიტიურ ცვლილებებს ვიხილავთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მან ამ კუთხით მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო პროცესი შეაჯამა და საპარლამენტო სივრცეში დაგეგმილ შეხვედრების ფორმატზეც ისაუბრა.

„ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა, წარმატებით იმდენად, რამდენადაც სექტორთან შეხვედრების ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იყო გაზიარებული ურთიერთშორის და ამავდროულად, გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი შეთანხმება თვითონ სექტორსა და კომისიის წევრებს შორის, სახელმწიფოს შორის, რომ გარკვეული მიმართულებებით რეალურად ჩნდება გარკვეული შესაძლებლობა, აღქმული იყო ეს შესაძლებლობა და სამუშაოს სამომავლო ფორმატიც ალბათ, ორიენტირებული იქნება უკვე კონკრეტული საკითხების დამუშავებაზე.

მომდევნო ეტაპზე მთელი ყურადღება გადატანილი იქნება საპარლამენტო ფორმატებზე. აპრილისთვის უკვე გვექნება აბსოლუტურად ცხადი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ამ კომისიის საქმიანობის შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ხელშესახებ, პოზიტიურ ცვლილებებს ვიხილავთ ამ კომისიის საქმიანობის შედეგად“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს - ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

აღნიშნული კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს. ასევე, საქართველოში მოქმედ საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.

შემდეგი კვირიდან კი საკითხზე მუშაობას სამთავრობო კომისიასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770049098

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის

მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარი...

გიორგი ვოლსკი

1770047465

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრე...

მაკა ბოჭორიშვილი

1770047004

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.   საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ერ...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1770045834

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. „შეხვე...

გიორგი გაბუნია

1770043315

ახალი ამბები

გია ვოლსკი დებატებზე: ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები

ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხ...

გია ვოლსკი