გია ვოლსკი დებატებზე: ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები

ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ვოლსკის თქმით, დებატების საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს.

„მე მგონი არ ვიქნებით მე და თქვენ ძალიან დაშორებული მოსაზრებებით, თუ ვიტყვით, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები. აუცილებლად შეიქმნება სირთულეები, აუცილებლად იქნება ბარიერები ამ პროცესის განვითარების წინააღმდეგ აღმართული, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ამხელა სტაგნაციის პერიოდიდან, გადასადგმელია. შემდეგ გაფართოვდება ეს, გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვან გარემოებად, უფრო მნიშვნელოვან სეგმენტად იქცევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის. თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის ცალსახა - ეს სჭირდება საზოგადოებას.

ეს სჭირდება საზოგადოებას იმისათვის, რათა ერთმანეთში გაარკვიონ ვის რა პოზიცია აქვს და ვინ უფრო მოსაწონია ამომრჩევლისთვის. საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გეგმებში, რაც არსებობს მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770037657

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პროექტს დავიწყებთ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იქნება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო და მათი მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრის განც...

რევაზ სოხაძე

1770037460

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6902 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი გამყარდა

1770036822

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შეზღუდული შეს...

 ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტ

1770035726

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1770034877

მსოფლიო

გერმანიაში ლუდის გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1993 წლიდან

გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ფედერალური სტატისტიკური უწყება იუწყება და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემცირებაა სტატისტ...

ლუდი