უკრაინელი დეპუტატების განცხადებით ნატოს გენმდივანი 3 თებერვალს კიევს ეწვევა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევს ეწვევა, სადაც ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატებმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და ალექსეი გონჩარენკომ განაცხადეს.

უმაღლესი რადას მე-15 სესია სამშაბათს, 3 თებერვალს, გაიხსნება. დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლაცაა.

„ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა“, - წერს გონჩარენკო.

„იქნება გახსნა, ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლა და მთელი რიგი პროცედურული საკითხები“, - აღნიშნა ჟელეზნიაკმა.

უკრაინის დედაქალაქში რუტეს ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770045834

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. „შეხვე...

გიორგი გაბუნია

1770043315

ახალი ამბები

გია ვოლსკი დებატებზე: ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები

ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხ...

გია ვოლსკი

1770041834

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს, არჩევნები არ არსებობს, რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე?

დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე?, - ასე პასუხობს ოპოზიციის აქტივისტი მ...

ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი

1770039874

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, ეს არის ინიციატივა, რომელსაც უარყოფითი მხარეები არ აქვს

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გა...

ნინო წილოსანი

1770039170

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა - ირანული მედია

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ სამთავრობო...

ირანის პრეზიდენტმა