მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმესთვის წნეხის შექმნა - პრივილეგიას ვითხოვთ საქართველოს მოქალაქისთვის
„გულის სიღრმეში მაქვს განცდა, რომ ყველა ჩვენი ოპონენტი გვეთანხმება. ყველას გაუჭირდება განცხადების გაკეთება იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი საქართველოს სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
სარჯველაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმესთვის წნეხის შექმნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს მხარში დაუდგეს ბიზნესს და ის იყოს სასარგებლო საქართველოს მოქალაქისთვის.
„თუ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანი არის საქართველოს მოქალაქე. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნებისმიერი სიკეთე, რაც ქვეყანაში იქმნება, იდგეს იმ სამსახურში, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქე ჰქვია. უნდა ვეცადოთ, ეს ისე ლოგიკურად და გონივრულად გავაკეთოთ. არ მოგვივიდეს ისე, რომ ყველა ქართველს ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა და ამის გამო იმხელა პრობლემა შევუქმნათ ბიზნესს, რომ ამის გამო გაჩერდეს და მერე დასაქმების ადგილების პრობლემა შეიქმნას. წნეხის შექმნა ჩვენი მიზანი არ არის, ერთადერთი პრივილეგიას ვითხოვთ საქართველოს მოქალაქისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
1776538193
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ოპონენტს: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული
„პირველ რიგში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული“, - განაცხადა გადაცემაშ...
1776535511
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
„აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღი...
1776533696
ახალი ამბებიგორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორი...
1776532691
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ო...
1776531985
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
რამდენადაა შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ტონის შეცვლა - ამ თემაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან და აქცენტი გააკეთა იმაზე, რამდენად რეალურია ევროინ...































