მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, სამართლიანია, სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა
„ვფიქრობ, სავსებით დროული იყო სახელმწიფოს ინიციატივა, შრომითი მიგრაციის საკითხის რეგულირების შესახებ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და გადავდგით საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად, რასაც შესაძლოა, დიდწილად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს საზრუნავია, პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს მისცეს მეტი ასპარეზი და მათთვის გააჩინოს მეტი შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ეს ლეგიტიმური და კონსტიტუციური ნაბიჯია.
„როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ შემთხვევებში უპირატესობა უნდა მიანიჭო მას.
როდესაც კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც, აბსოლუტურად ნორმალურია, უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე შენს მოქალაქეს. თუ ბიზნესი მათ შორის ვერ იპოვის საჭირო კადრს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა - მოიზიდოს ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს.
თუმცა, როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა.
მაგალითად, ტაქსის, გიდებისა და საკურიერო მომსახურების სერვისების გაწევა ქართველს აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას კი, ვთქვათ, ღამის საათებში უფრო მარტივად შეუძლია მუშაობა და, ამის გამო, დამსაქმებელი პრიორიტეტს უცხოელს ანიჭებს, აი, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ზუსტად ეს აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს, ამიტომ ვთვლით, რომ ამ საკითხის დარეგულირება სამართლიანი და რელევანტურია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1776538193
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ოპონენტს: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული
„პირველ რიგში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული“, - განაცხადა გადაცემაშ...
1776535511
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
„აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღი...
1776533696
ახალი ამბებიგორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორი...
1776532691
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია
ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ო...
1776531985
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
რამდენადაა შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ტონის შეცვლა - ამ თემაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან და აქცენტი გააკეთა იმაზე, რამდენად რეალურია ევროინ...































