მიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს
რომ შევაჯამოთ, დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში მთავარი როლი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა შეასრულონ, სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები ქართულ, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
მისივე თქმით, ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე - გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.
„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა. ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე - გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
„ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველო მუდმივად „ბეწვის ხიდზე“ გადის, ხოლო თუკი საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმთავრესი წინაპირობა სწორედ მშვიდობის დაცვაა და ამაზე არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ გრძელვადიან პერიოდში, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ.
განვლილი საუკუნეები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ ვითარებაში ყოველთვის ისეთ დროს აღმოჩნდებოდა, როდესაც ქართველი ხალხი ჩათვლიდა, რომ საფრთხემ გადაიარა და თავს უფლებას აძლევდა, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრის ნაცვლად, არსებული მდგომარეობით დაკმაყოფილებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ნაკლი გამოსასწორებელია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის მუდმივად შენებას, ინსტიტუტების განმტკიცებასა და გაძლიერებას მხოლოდ მუდამ ფხიზლად მყოფი, განათლებული და გონიერი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ახერხებს, რომელსაც მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა ბოლომდე და ზუსტად აქვს გაცნობიერებული. თავის მხრივ კი, ძლიერი, სუვერენული, მყარი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე უკეთ ზრუნავენ! მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, პატრიოტი ადამიანების მიერ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე სრულყოფილი და საიმედო გზაა.
დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს“, - მიხეილ ყაველაშვილი.
1771322125
ახალი ამბებიშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან...
1771320138
საზოგადოებაყვარლის მუნიციპალიტეტში ფიქალების სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებ...
1771318944
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს
გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტ...
1771318729
ახალი ამბები„ქარი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან...
1771318315
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი დებატების შესახებ: ჩვენ ვალდებული ვართ შევქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა
„იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ჯანსაღი...





























