ნათია თურნავამ ბრიუსელში სსფ-ის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც მრავალფუნქციური დისკუსიები მომავალი წლების ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის შესაძლებლობებს ქმნის.

ღონისძიება ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა პლატფორმის შექმნა გლობალური ეკონომიკური ტენდენციების, ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებისა და ცენტრალური ბანკების სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვის მიზნით.

ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების: ბელგიის, ნიდერლანდების, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კვიპროსის, საქართველოს, ისრაელის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, სომხეთისა და უკრაინის ცენტრალური ბანკების მმართველები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში გამართული საერთო დისკუსიისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის სტაბილურობას.

„საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და მაღალი ზრდის პარალელურად მაკროეკონომიკური ბალანსი შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა არ ქმნის ჭარბ ინფლაციურ წნეხს და ზრდის ტემპი გრძელვადიან ტრენდს უბრუნდება. საბაზისო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო წელს 5%-ის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდასა და საგარეო სექტორის მდგრადობაზეც.

მისი თქმით, 2025 წელს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 2.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც სარეზერვო ადეკვატურობის მაჩვენებელს აღემატება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ფინანსური სექტორის მდგრადობა და ბანკების მზარდი როლი ინოვაციურ ტექნოლოგიებში ზრდის სექტორის ეფექტიანობას, ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს მზაობას მომავალ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771322690

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს

„მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკა...

მიხეილ ყაველაშვილი

1771322345

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია - საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს

როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3000 წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება...

მიხეილ ყაველაშვილი

1771322125

ახალი ამბები

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან...

შსს

1771321023

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს

რომ შევაჯამოთ, დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლ...

მიხეილ ყაველაშვილი

1771320138

საზოგადოება

ყვარლის მუნიციპალიტეტში ფიქალების სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებ...

ფიქალების სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები