პრეზიდენტი: ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია - საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს
როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3000 წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და მათში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„ჩვენი ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქრისტეს მოძღვრებას გაუღო გული და უნიკალურ, უძველეს და უწყვეტ ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში, ქრისტიანობა და ქართველობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად იქცა, ამიტომ, ჩვენი წინაპრებისთვის სამშობლოზე ზრუნვა სარწმუნოებაზე ზრუნვას, ქვეყნისთვის ბრძოლა კი უფლისთვის ბრძოლას გულისხმობდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია უმთავრესი გავლენა ქართველების ცივილიზაციურ არჩევანზე და ჩვენში ზნეობრივი, შემწყნარებლური თუ კეთილშობილური პრინციპების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩვენ ავღნიშნავთ 1700 წელს ჩვენი ერის გაქრისტიანების. ეს უდიდესი ისტორიაა, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორედ აქ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ უამრავ დამპყრობელს გაუძლო. ჩვენს ხალხს კი ყოველი მომდევნო განსაცდელის გადალახვის შემდეგ რწმენა უფრო და უფრო უმყარდებოდა.
საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1771322690
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს
„მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკა...
1771322125
ახალი ამბებიშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან...
1771321023
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს
რომ შევაჯამოთ, დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლ...
1771320138
საზოგადოებაყვარლის მუნიციპალიტეტში ფიქალების სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სარწყავი არხი „ფიქალები“-ის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებ...
1771318944
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს
გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტ...





























