კირცხალია: არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული - ნებისმიერ კავშირში უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ პრაგმატული პოლიტიკით
როდესაც პრაგმატულ, სამშვიდობო პოლიტიკაზეა საუბარი, ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული. ნებისმიერ კავშირში უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც დებატები იმართება თემაზე - „ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი“.
„სწორედ ეს პოლიტიკაა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამას, როდესაც ჩვენ პროპაგანდას კი არ ვაწარმოებთ, ევროპულ ბიუროკრატიას ვეუბნებით რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე და ვეუბნებით, რომ ჩაიხედეთ თქვენივე შეკვეთილ და დაკვეთილ კვლევებსა და დასკვნებში, სად პოზიციონირებს თუნდაც ეკონომიკით თუ დემოკრატიული მიმართულებებით ჩვენი ქვეყანა. ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ ასეთ რიტორიკას, კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, თურმე როგორ ვბედავთ კითხვა დავუსვათ დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1777313192
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...
1777312639
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...


























