მიხეილ ყაველაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, ვიყოთ ღია, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან

მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ, ბატონო ალექსანდარ. ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის და ესეც საგულისხმოა, რომ პირველი ვიზიტია პრეზიდენტების რანგში ჩემი მხრიდან და ესეც დასაფასებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ ყაველაშვილმა გამოსვლაში ევროკავშირთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მზად არის, იყოს ღია, რომ „უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის“.

„თქვენ ახსენეთ, რომ სულ რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე, დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც დაგიგროვდათ და ჩვენც ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არის არცთუ ისე სახარბიელო, რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვს ჩვენს ქვეყანასთან არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი, ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით, ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც ვართ იმიტომ, რომ ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი მხარე, მისი ისტორია იძლევა იმის შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს და ჩვენი სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები პირველ რიგში, ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში. ამიტომ, იმედს ვიქონიებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766062663

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებ...

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

1766060820

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: სოციალური სახლების მშენებლობა მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 90 ეკომიგრანტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ს...

სულხან თამაზაშვილი

1766060155

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები...

მიხეილ ყაველაშვილი

1766059806

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ და ახალი ომისთვის გვწირავს

ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, ვინც საქართველოსგან რ...

შალვა პაპუაშვილი

1766058708

ახალი ამბები

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციი...

პაატა სალია