მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ნაყოფიერ საქმიანობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიგრაციის სტრატეგიულ და კოორდინირებულ მართვას საქართველოში. ამ ჩარჩოში ხორციელდება 2021–2030 წლების მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც „მიგრაციისა და განვითარების“ პრინციპს ეფუძნება და ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ მიგრაციის საკითხები დღეს განსაკუთრებული აქტუალობით განიხილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით, ხოლო კომისიის სხდომის მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დამთხვევა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელების პროგრესი და ერთხმად დაამტკიცეს სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიის წევრი უწყებების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე.
კომისიის თანათავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ისაუბრა საერთაშორისო დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, 2025 წელს განხორციელებულ კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა, რაც 2026 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. მანვე ისაუბრა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე.
სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ცხრა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისიას თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო.
1766057733
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაც...
1766054047
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპი...
1766052454
ახალი ამბები„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილ...
1766051849
ახალი ამბები2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების,...
1766050779
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.4(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა, თბილისის დროით 13:26 საათზე, ქალაქი მცხ...































