მიხეილ ყაველაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ პრესონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ჩრდილოელ მეზობელთან საომარ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩვენ დავიკავეთ საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომელიც, პრინციპში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას ძალიან დიდი ფასი აქვს ამ გამოწვევების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ მუდმივად მყარად ვიცავდით, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის საშუალებით საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში იყო დაძაბული, საომარი ვითარებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ესეც დასასრულს მიუახლოვდა. სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის. აუცილებლად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სერბებსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ამ დერეფანთან დაკავშირებით.
ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის საშუალებით გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ეს ორმხრივი ურთიერთობები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი საკითხები იყოს წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში.
დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საქმიანი საუბრის შემდეგ ჩვენი სამინისტროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ ურთიერთობას, რომ უფრო განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის და სერბეთის პრეზიდენტი მომავალ წელს საქართველოში მოიწვია.
„მშვიდობის მიმართულებით სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თქვენ ახსენეთ გაეროს რეზოლუციები, სადაც დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მხარში დგომისთვის. ანალოგიურად ვართ განწყობილი მთელი საქართველო სერბეთის მიმართ. ამიტომ, ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა ჩემი აქ ყოფნით დელეგაციასთან ერთად და მივესალმო სერბ ხალხს. ასევე მოკითხვა გადმოვცე საქართველოს მოსახლეობისგან, რადგან ძალიან უყვართ სერბი ხალხი საქართველოში. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ საქართველოში შემდეგ წელს. დარწმუნებული ვარ, გვეწვევით და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება“, - დასძინა ყაველაშვილმა.
1766058708
ახალი ამბებიმიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციი...
1766057733
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაც...
1766054047
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპი...
1766052454
ახალი ამბები„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილ...
1766051849
ახალი ამბები2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების,...































