მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას.

„უნიკალური ქართული ფოლკლორი, სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, ხუროთმოძღვრების ძეგლები, პოეზია, ქართული ცეკვა, პოლიფონია და ზოგადად, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე დროსა და სივრცეში არ დაკარგულიყო და თაობიდან-თაობას გადასცემოდა, განსაკუთრებული წვლილი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთვის უძვირფასეს და გამორჩეულ ქართველებს შეჰქონდათ, რომლებიც ერთი მხრივ გვინახავდნენ, მეორე მხრივ კი ახალს სძენდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.

სწორედ ამ უწყვეტობამ, ჩვენში გამჯდარმა ქართულმა კულტურამ და იმისმა რწმენამ, რომ მას დაცვა და გამდიდრება სჭირდება, განაპირობა კიდეც ჩვენი ერის გადარჩენა ყოველთვის, როდესაც საქართველოს რთული დრო ედგა. ყველა ეპოქას ჰყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ!

სწორედ ამიტომ, ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოოთ. გილოცავთ და კიდევ ერთხელ, მთელი ერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი და პოეტი ლიანა სტურუა.

კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე, საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, სსიპ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია, ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე, სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760178886

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაშ...

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

1760177285

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის - ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი და ამაყი ერი

 „ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, არასდროს შეეგუა უცხო დამპყრობელს, საბოლოოდ კი დააფუძნა სახელმწი...

პრეზიდენტი

1760176521

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

„ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - ამის შესახებ საქართ...

ირაკლი კობახიძე

1760174951

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო?

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმ, გიორგი ჩახუნაშვილისადმი, ექიმების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ეხმიანება. გამსახურდია მიმართავს ექიმებს, თუ სად ი...

გიორგი გამსახურდია

1760173345

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია

„მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს,” - ამის შესახებ საქ...

შალვა პაპუაშვილ