"მინდა, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს თუ რატომ მოვაწერე ხელი განკარგულებას" - პრეზიდენტმა ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა ოპოზიციის მოთხოვნას
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ დაეთანხმა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ხელი მოეწერა განკარგულებისთვის, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ნიშნავს.
"ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიას.
მინდა, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს თუ რატომ მოვაწერე ხელი. არცერთი ბულინგის და არც ერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის.
დღეს ყველას წინაშე, დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში თუ 7 თვეში.
ამდენად მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული და გამართლებული არ არის შესვენება.
მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველაფერში.
ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რაც მისაღებია და პირველ რიგში დეპოლარიზაცია, ერთად ყოფნით გადაწყვეტილი იყოს.
არავის არ აქვს უფლება ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* პრეზიდენტმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია
* "იტალიელი ვაჟები გვეძლევიან, აბობოქრებულ ზღვებში გატარებთო" - ნათია ფანჯიკიძე
1782713670
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმ...
1782712353
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721...
1782711674
სპორტიისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშნით მოფარიკავე დანი...
1782710353
ახალი ამბებითბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის...
1782708344
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში მზიან...































