„მინდა სიცოცხლე და თავისუფლება“ - მიხეილ სააკაშვილი
„მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის, – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა მედიას უთხრა, მას არ აქვს მოლოდინი რომ ხელისუფლება შეიწყალებს.
„რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც“, - წერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილში.
სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“.
„ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ“.- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილში, რომელიც დღეს მისმა ადვოკატმა ციხიდან გამოიტანა.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია. ბექა ბასილაიას თქმით, მისთვის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამავე თემაზე:
🔵„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ - სპეციალური პენიტენციური სამსახური
1792406950
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში
„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...
1792406108
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...
1792402224
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში
„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...
1792401805
ახალი ამბები„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია
„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...
1792400239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...































