მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია
თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სადაც თითქოს მითითებული იყო, რომ მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, რეალურად საქართველოში მათი გამოკითხვის დროსაც დადასტურდა ის ფაქტი, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული.
„იყო ძალიან ბევრი დოკუმენტი თითქოს იმ ადამიანების მიერ შედგენილი, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებაში, თუმცა გადამოწმების დროს დადგინდა, რომ ასეთი ადამიანი იმ დაწესებულებაში არანაირ თანამდებობას არ იკავებდა.
მეორე შემთხვევა შეეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთი IP მისამართიდან გაგზავნილი იყო 65 მოქალაქის სავიზო განაცხადი და ასევე საეჭვო იყო სავიზო განაცხადში მითითებული ინფორმაციები. ფაქტობრივად გამოძიების დაწყებისთანავე, პირველივე ეტაპზე საქართველოს პროკურატურა და აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოების სამსახური ერთობლივად მუშაობენ და რამდენიმე თვეში, მალევე გამოვლინდა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. აშშ-ის საელჩომ ყველა იმ მოქალაქეს გაუუქმა ვიზები. შესაბამისად მათი მხრიდანაც მოხდა რეაგირება“, - აღნიშნა გიორგი მიქაიამ.
1780850885
მსოფლიონეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანში ოპერაციების ფონზე უკან იხევს
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში. ის, ასევე, აცხადებს, რომ ისრაელი ძლიერად უპასუხებს ნებისმიერ თ...
1780847280
ახალი ამბებისტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
2026 წლის 8 ივნისს, სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინ...
1780845977
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი მიმდინარეობს. ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს. ტრადიცია, რომელიც ილია მეორემ...
1780843874
ახალი ამბებიშიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
„დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის...“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-...
1780841196
ახალი ამბებიათენის მახლობლად, საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, რომელიც ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ზედიზედ 4.3-დან 5.2 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, - ამის შესახებ eKathimerini-ი ავრცელებს. ბიძგები ათენსა და მიმდ...































