შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის

 „დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის...“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა.

 

უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო!

გილოცავთ სულთმოფენობიდან პირველ კვირას, როდესაც აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება.

დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს.

რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული? - ეკლესიას სურს, გვიჩვენოს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად არ იყო უნაყოფო და ამაოდ არ მომხდარა, არამედ წმინდანების ცხოვრება, მათი ღვაწლი გვიჩვენებს, რომ ძე ღმერთის განკაცებამ, ვნებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და შემდეგ - სულიწმიდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში.

ეკლესია გვიჩვენებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, „რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა“ (ებრ. 11, 38 ), - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული.

წმინდანების ცხოვრებაც, მათი ღვაწლიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა. ეს წუთისოფელი საგონებელში ვარდება, როდესაც ბიბლიაში კითხულობს ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის გულისთვის დაითმინეს ყოველგვარი გაჭირვება, გვემა, დილეგი, ბორკილები. დღეს წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „იყვნენ ხმლით განგმირულნი, ქვებით ჩაქოლილნი, ცხვრის ტყავებით მოარულნი, ტყეებსა და ღრეებში მოხეტიალენი, გამოქვაბულებში, უდაბნოებში შეფარებულნი“ (ებრ. 11, 37-38 ) და ა. შ.

მავანი ფიქრობს: „რა საჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი უკიდურესობა?“. მათი აზრით, ეს ფანატიზმიც კი არის.

მართლაც, საიდუმლოა ყოველი წმინდანის ღვაწლი და ცხოვრება. ამ საიდუმლოებაზე პასუხს გვაძლევს, უფრო სწორად, გვიხსნის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში. ორი გამონათქვამია. უფალი ამბობს: „ვინც მაღიარებს მე ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე, ხოლო ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10, 32-33). და შემდეგი: „ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი და ვისაც უყვარს ძე თვისი ან ასული ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 37). აი, ასეთი სიტყვებია უფალ იესო ქრისტესი. ეს სიტყვები, როგორც გითხარით, გვიხსნის ამ საიდუმლოებას, თუ საიდან ჰქონდათ მათ ასეთი საოცარი ერთგულება და სიმტკიცე.

წმინდანებმა უფალი აირჩიეს და გაჰყვნენ მას. იგი მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაც ზნეობრივი იდეალი, მხოლოდ მაგალითი, არამედ მათ აირჩიეს იგი, როგორც ცოცხალი პიროვნება, ღმერთი და მაცხოვარი; არ შეეშინდათ, რომ ეღიარებინათ ის ისეთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ბევრს არაფერს ნიშნავს უფალი იესო ქრისტე, ან გაუგებარია სრულიად, ან უფრო მეტიც, იდევნება კიდევაც. ეს გამბედაობა, ასეთი სიყვარული ეყოთ მათ. ამიტომ უფალმაც აღიარა ისინი ზეციერი მამის წინაშე და მისცა მათ ასეთი საოცარი მადლი და ძალა. ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას. „განა არ იცით, რომ წმინდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2), - წერს ის, მაგრამ სიტყვა „განკითხვა“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ წმინდანები პირადად გაასამართლებენ ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე, არა! არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა, მათი მოშურნეობა ამხელს და განიკითხავს სხვების ურწმუნოებას და უზრუნველობას. აი, ასეთი სიტყვებია წმინდა პავლე მოციქულისა.

 

დღესაც იყო წაკითხული სამოციქულოში, რომ მოციქულები განიკითხავენ ისრაელის თორმეტ ტომს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მოციქულები იყვნენ ქრისტეს გარშემო, შემდეგ, როგორც გითხარით, უკვე პავლე მოციქული იტყვის ამას, რომ მთელ ქვეყანას განიკითხავენ წმინდანები.

მაგრამ, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე!

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, მაგრამ გვანუგეშებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „რაკიღა გარს გვახვევია ღრუბელივით ესოდენი სიმრავლე მოწმეთა, მოთმინებით განვვლოთ ჩვენი სარბიელი“ (ებრ. 12, 1).

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს - ყველა წმინდანის ხსენებას! ყველა წმინდანი შეგეწიოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას! ყველა წმინდანის ლოცვით, მეოხებით, უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს საქართველო. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ ცინცაძეებს, ცინაძეებს, ქოპილაშვილებს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და ყველა წმინდანი შეგეწიოთ. ამინ!“ - აცხადებს მეუფე შიო. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1780831460

ახალი ამბები

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: დიდი მადლობა პატრიარქს დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და დალოცვისთვის, არცერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. მშო...

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელ

1780829394

ახალი ამბები

შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და მშობლ...

 შიო მესამე

1780828784

ახალი ამბები

კალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული

„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...

გიორგი კალანდარიშვილი

1780827865

ახალი ამბები

ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მომგვევლინა, კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო“ - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?

ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ...

ანა წითლიძე

1780826386

ახალი ამბები

ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...

ნიკა ობოლაძე