ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანში ოპერაციების ფონზე უკან იხევს
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში.
ის, ასევე, აცხადებს, რომ ისრაელი ძლიერად უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას ტერორისტულ დაჯგუფებასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიუხედავად.
„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ტერიტორიის ან ჩვენი დასახლების მიმართულებით ცეცხლის გახსნას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ სამხედროები აგრძელებენ ძალისხმევას საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის.
„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვუტევთ და ვიცით, რომ „ჰეზბოლა“ უკან იხევს“, - აცხადებს ის.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში 350 ტერორისტი გაანადგურეს და ბოფორტის ქედი დაიკავეს და იქ მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს.
„ღაზას სექტორში ჩვენ ყველა მხრიდან ვაძლიერებთ „ჰამასზე“ კონტროლს. ამჟამად ისრაელი ტერიტორიის 60%-ზე მეტს აკონტროლებს, მიზანია, მალე 70 პროცენტს მივაღწიოთ. ჩვენ არ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ გადაიარაღდნენ ან ზიანი მოგვაყენონ და ასევე ვანადგურებთ მათ უფროს მეთაურებს“, - დასძენს ისრაელის პრემიერი.
1780837384
ახალი ამბებიავარია სოფელ დიდგორის მიმდებარედ - დაიღუპა 5 ადამიანი
სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე...
1780833878
ახალი ამბებითბილისში დანით შეიარაღებულმა კაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩუღურეთის რაიონში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამ...
1780831460
ახალი ამბებიდიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: დიდი მადლობა პატრიარქს დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და დალოცვისთვის, არცერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. მშო...
1780829394
ახალი ამბებიშიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და მშობლ...
1780828784
ახალი ამბებიკალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...































