მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 32 წლის კაპრალი ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს
32 წლის კაპრალი, მევლუდ ბენდელიანი, ქობულეთში საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ სნაიპერი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 13 წლის განმავლობაში მსახურობდა, რამდენიმე დღის წინ, სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნდა, ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მომხდარის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.
კაპრალი ქუთაისის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ბენდელიანების თქმით, ის მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ოჯახს თავდაპირველად უთხრა, რომ სამსახური დატოვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მევლუდ ბენდელიანი ხელმძღვანელობას სამი დღით დაეთხოვა.
ამის შემდეგ კაპრალი თურქეთში გადავიდა, იქიდან ქურთუკის გარეშე დაბრუნდა და სამ დღეში ის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ტალახიანი დაბრუნდა სახლში, ეჭვი მაქვს, რომ ქუთაისში რაღაცა მოხდა. რატომ დაწერა განცხადება, რატომ ითხოვა, გათავისუფლება ოჯახური პრობლემების გამო ამაზე გამცენ პასუხი"- აცხადებს გარდაცვლლი ჯარისკაცის დედა.
მევლუდ ბენდელიანის მეუღლე "პირველებთან" ამბობს, რომ ქუთაისის სამხედრო ბაზიდან მევლუდი აღელვებული, ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა
გვითხრა, სამსახურიდან წამოვედიო, გაგვიკვირდა, ვიცოდით, რომ ასე უცებ წამოსვლას არ აპირებდა. ნასვამი, ანერვიულებული, არყის ბოთლით ხელში მოვიდა.
ბათუმიდან რომ დაბრუნდა, ქურთუკიც კი არ ეცვა, მოგვიანებით გვითხრა, რომ თურქეთში იყო"- აცხადებს მეუღლე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, პოლიციამ გარდაცვლილის ცოლი და მამა გამოკითხა.
"პირველების" ინფორმაციით, ამოღებულია მევლუდ ბენდელიანის მობილური ტელეფონი, რომელიც ოჯახის თქმით, კაპრალმა სახლში დატოვა.
წყარო: „ტვ პირველი“
ასევე საინტერესოა:
🔵 ის ფიქრობდა რომ შვილს მოხუცთა თავშესაფარში მიჰყავდა
🔵 ივანე ჩხაიძე: ბუსტერ დოზა არის რეალური შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან
1791799267
საზოგადოებაკახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...
1791798809
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა
„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხ...
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...


























