"გავრილოვის ღამის შემოქმედი - გიორგი გახარია უკვე აყოლილია და გამალებით მუშაობს მისი ოლიგარქისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაზე" - ჩერგოლეიშვილი
"გავრილოვის ღამის შემოქმედი - გიორგი გახარია უკვე აყოლილია და გამალებით მუშაობს მისი ოლიგარქისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაზე",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"ოლიგარქია - პოლიტიკური სისტემა სადაც ძალაუფლების წყარო არის ერთი, ან რამდენიმე მდიდარი ადამიანი და არა ხალხი.
⚫️ დეოლიგარქიზაცია - ოლიგარქისთვის (ან ოლიგარქებისთვის) ჩამორთმეული ძალაუფლების დაბრუნება მოქალაქეებისთვის.
🔻 დღეს, ძალაუფლების წყარო არის ერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი (ვისაც არ უნდა ჰქონდეს იგივე მისწრაფება, დღეს სხვა ოლიგარქი არ არსებობს).
⚫️ ივანიშვილის იძულება ძალაუფლება დათმოს, არჩევნები ჩატარდეს და ქვეყნის მართვა დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ გადაიბაროს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ხალხის გააქტიურებით - სხვანაირად ეს ვერ მოხდება.
⚫️ დღეს, ხალხი პოლიტიკური პროცესიდან გაუცხოებულია და პროტესტში აქტიურად არ მონაწილეობს. ხალხის ჩართულობის გაზრდის გარეშე დეოლიგარქიზაცია წარმოუდგენელია და ვრისკავთ რუსული გავლენის ჭაობში დიდხანს ჩარჩენას.
⚫️ მცდარია აზრი, რომ მხოლოდ დასავლეთის წნეხი აღმოჩნდება საკმარისი - დასავლეთის პოზიცია, რომ ივანიშვილის რეჟიმი და ევროპული საქართველი შეუთავსებელია უკვე წნეხია და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ ამაზე შორსაც რომ წავიდეს და ივანიშვილის რეჟიმის მოჯამაგირეებს სანქციები დააკისროს - დაგვეხმარება, მაგრამ ვერ გვიშველის, ვერ მოვახდენთ დასავლური სანქციების კაპიტალიზაციას, თუ ხალხი ინერტული და გატეხილია (ბელორუსია ამის მაგალითია). ამიტომ ფოკუსი ხალხის გააქტიურებაზე უნდა გვქონდეს.
⚫️ ხალხის გააქტიურების ერთერთი დაბრკოლება სიმულაციური პროცესია - ჩანს ნიშნები, რომ ხელისუფლება მისი პროდასავლელი ამომრჩევლის დამშვიდების მიზნით, პროცესის შექმნას შეეცდება.
ღარბიაშვილის დღევანდელი განცხადებები ამის ნიშანია. გავრილოვის ღამის შემოქმედი - გიორგი გახარია უკვე აყოლილია და გამალებით მუშაობს მისი ოლიგარქისთვის სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნაზე.
⚫️ მაღალია შანსი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ასეთ სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას დათანხმდეს, რაც ხალხს დააბნევს. ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სიცხადე გაიფანტება, შეიქმნება ახალი უნაყოფო მოლოდინი მორიგი იმედგაცრუებისთვის და ხალხის კონსოლიდაცია კიდევ უფრო გართულდება.
⚫️ სამწუხაროდ - ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის და სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცის იმედი ვერ გვექნება.
⚫️ მაგრამ დაბრკოლებების მიუხედავად, ამოცანა არ იცვლება - იმისთვის რომ რეჟიმი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და დათმობებზე წამოვიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება რადიკალურად მშვიდობიანი პროტესტის იდეით ავანთოთ 50-100 ათასი მოქალაქე, რომელიც მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე თვე გაატაროს ქუჩაში - როგორც ეს მაიდანზე მოხდა, როდესაც უკრაინელებმა თავიანთი ევროპული არჩევანი დაიცვეს.
⚫️ ევროპული საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში ინვესტიციას აპირებს.
ამ რაოდენობის ხალხის გალვანიზაცია აუცილებლად დაძრავს ცვლილებების პროცესს და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ პროცესის დემოკრატიულად წარმართვა (და აქ განსაკუთრებულად გაიზრდება დასავლეთის როლი), რომ შემდეგი ძალაუფლების ბედი დემოკრატიულ არჩევნებში გადაწყდეს და ოლიგარქია ოლიგარქიამ არ ჩაანაცვლოს.
⚫️ ადამიანების ჩართულობის გაზრდას ხელს უშლის დეპრესიული და უიმედო განწყობა და მოსახლეობის გაუცხოება პოლიტიკური პროცესიდან.
ვერ მოხდება მოქალაქეების პოლიტიკურად გააქტიურება, თუ მათ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობა არ დაუბრუნდათ და რაც უფრო მთავარია, საკუთარ ძალებში, საკუთარ სიმართლეში არ ირწმუნეს და ამას გარდა, კარგად არ აღიქვეს ის საფრთხე, რაც ევროპული პერსპექტივის გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება.
⚫️ ამ რეალობის გათვალისწინებით დავგეგმეთ კამპანიის პირველი ფაზა, რაც მთელი ქვეყნის მოვლას გულისხმობს ივლისის და აგვისტოს განმავლობაში.
ჩვენი (ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა საზოგადოების) მიზანია რომ ჩვენ გარშემო იყოს 40-50 ათასი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოლებს ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად და საქართველოს შინ, ევროპაში მისასვლელად - ამაზე ვიმუშავებთ მთელი ზაფხული.
⚫️ გავრილოვის ღამე დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ! 
_______
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
Long Live Free Georgia 🇬🇪",- წერს ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* თამრიკო ჭოხონელიძე: მე აქციაზე მოვდივარ ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
1790600745
ახალი ამბებითბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში ირინა ენუქიძის ქუჩაზე სტუდენტი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მ...
1790600582
ახალი ამბებიავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და საერთაშორისო აქსელერატორების ჩართულობით, ვავითარებთ გარემოს, რომელიც ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აერთიანებს
„ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია...
1790599485
საზოგადოებაცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომ...
1790598750
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა „არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სა...
1790597096
საზოგადოება„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
დღეს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომა 17:00 საათზე გაიმართება. ს...


























